გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქტიურად სურთ ჩაერთონ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში