en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სიდა
  • დაწყების თარიღი: 17.06.2013
  • ბოლო ვადა: 30.06.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/59203/
2013 წლის 9-11 და 16-18 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აწყობს მედიატურს საქართველოს რეგიონებში დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის. ტურის ორგანიზება მოხდება "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (http://www.cso.ge და http://www.fb.com/cso.ge) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით. შერჩეული ჟურნალისტები, პირველ კვირას, მოინახულებენ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს (ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი), ხოლო მომდევნო კვირის განმავლობაში - დასავლეთ საქართველოს კუთხეებს (გურია, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო). სასტუმროში განთავსებას და ტრანსპორტირების ხარჯებს "სიდა" უზრუნველყოფს. ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ უშუალოდ გაეცნონ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოკითხონ რესპოდენტები.
რეგიონული პრობლემების მედიატურში მონაწილე ჟურტნალისტების მიერ მომზადებულ მედიამასალას შეაფასებს სპეციალური ჟიური და 5 აგვისტომდე გამოავლენს 3 გამარჯვებულს. გამარჯვებული სტატიის/სიუჟეტის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო:
წყარო: jobs.ge