მშვიდობის, დემოკრატიის და
განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის
საბჭოს ფინანსური
მხარდაჭერით ეწყობა ესეს/სტატიის
კონკურსი ბლოგისთვის.
კონკურსი
ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში,
ბათუმში, ახალციხესა და თელავში)
რეგისტრირებული უმაღლესი
სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის. საკონკურსო ესეს/სტატიის ზოგადი
თემებია: სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში; არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში;პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები.
შესაძლებელია ზოგადი თემების
დავიწროება და
ამ საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემატიკის გამოვლენა.
კონკურსში
მონაწილე სტუდენტმა
ბლოგი უნდა
გამოაგზავნოს მისამართზე: keti@participate.ge ან nino@participate.ge და წერილში მიუთითოს
ბლოგის ავტორის:
სახელი, გვარი,
საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ტექსტი
არ უნდა
აღემატებოდეს 2 გვერდს.ესეს/სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია 5 მაისიდან 20 ივლისის
ჩათვლით. ბლოგები
გამოქვეყნდება კავკასიური ინსტიტუტის საიტებზე
და facebook-ის
გვერდებზე. ივლისის
ბოლოს ჟიური
გამოავლენს და
დააჯილდოვებს გამარჯვებული 3 ბლოგის ავტორს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ
nino@participate.ge; keti@participate.ge
წყარო: participate.ge