en
ge

საგრანტო კონკურსი: სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწვევს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (სსო). კონკურსის მიზანია სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგი. 

საგრანტო კონკურსის პირობები: 

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას (არასამეწარმეო იურიდიულ პირს); 

2. საგრანტო თანხის ოდენობა: 8 000 ევროს ექვივალენტი ლარში. 

3. პროექტის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 7 თვე; 

4. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 1 გრანტი, 2019 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგისთვის. 

საგრანტო კონკურსის დეტალური პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს 

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით – შემდეგ მისამართზე: tamar@civilin.org; განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 6 ივლისი 18:00 სთ. 

საგრანტო კონკურსის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ZOOM პლატფორმის საშუალებით დისტანციურად – 17 ივნისს, 13:00 საათზე. შეხვედრის მონაწილეთათვის ბმული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ტელ: 598 74 35 12 - თათა ბოჭორიშვილი ელ–ფოსტა: tamar@civilin.org 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) საგრანტო პროგრამას აცხადებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და რეკომენდაციების შემუშავება.