en
ge

კონკურსი საერთაშორისო სამოქალაქო განათლების კვირეულში „ერთად ცხოვრების ხელოვნება“ მონაწილეობის მისაღებად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელი
  • დაწყების თარიღი: 12.06.2020
  • ბოლო ვადა: 15.09.2020
  • ბმული: https://bit.ly/2Ye8Sas

აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელი (Eastern European Network for Citizenship Education – EENCE) გიწვევთ EENCE საერთაშორისო სამოქალაქო განათლების კვირეულში „ერთად ცხოვრების ხელოვნება“ მონაწილეობის მისაღებად.

კვირეულის მიზანია:

  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო;
  • განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა;
  • საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირება;
  • სამოქალაქო განათლების ახალი ფორმებისა და შინაარსის აღმოჩენა, რომლებიც უკავშირდება COVID-19-ის მოვლენებს.

კვირეულში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, ინდივიდებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში