ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.
წყარო: Jobs.ge