en
ge

მცირე საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
  • დაწყების თარიღი: 21.06.2013
  • ბოლო ვადა: 22.07.2013
  • ბმული: http://jobs.ge/59406/
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების" სახელით აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხების ადვოკატირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის გრანტების მისაღებად.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს (DPO) ან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ პროექტის სამიზნე რეგიონებში: თბილისი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო და გურია.
ამ კონკურსის უმთავრესი მიზანია განვითარდეს ადგილობრივი არასამთავრობო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობები, რათა ეფექტურად განახორციელონ პროექტები და რაციონალური ადვოკატირებით უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (PWD) სრული ჩართულობა და თანაბარი შესაძლებლობები.
პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 22 ივლისი, ორშაბათი არა უგვიანეს 17:00 საათისა.
წყარო:jobs.ge