სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის „ეს ქვეყანა შენია“.
კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.
ნაშრომი (ესსე ან ვიდეო-ბლოგი) უნდა მოიცავდეს შემდეგი 3 მიმართულებიდან ერთ-ერთს მაინც:
საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
I ადგილი: 1 000 ლარი;
II ადგილი: 700 ლარი;
III ადგილი: 500 ლარი
შეფასების კრიტერიუმები: •
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 31 აგვისტოსი შემდეგ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org
საკონტაქტო პირი: ნინო სამსონიძე - 577 693074
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.