"ინტერნიუსი - საქართველო", "ინტერნიუსთან" და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს "ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი სივრცის გაზრდის მიზნით."
პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან საკონკურსო წესით შერჩეული 6 რეგიონული მედიასაშუალება მიიღებს სუბგრანტს (თითოეული 5.500 აშშ დოლარის ოდენობით) და სარედაქციო მხარდაჭერას - ეთნიკური უმცირესობების ენებზე ვრცელი, ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად და ამომრჩევლების პოლიტიკოსებთან შეხვედრების მოსაწყობად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 18 საათი
წყარო:jobs.ge