განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, იწვევს სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მენეჯერებს, პროექტების/პროგრამების ხელმძღვანელებს და მოხალისეების მიღების, შერჩევისა და მართვის პროცესში ჩართულ პირებს, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ივლისი 18:00 საათი.
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი