en
ge

საგრანტო კონკურსი – ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა

გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. პრიორიტეტი მიენიჭება იმ იდეებს, რომლებიც მიმართულია ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე, ასევე ეფექტიანი სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე. საგრანტო პროგრამა განხორცილდება საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 10 აგვისტო 

საგრანტო პროგრამის შესახებ განცხადება: https://bit.ly/2WTBXY3

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა