საქართველოში შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს აპლიკაციების მიღებას (RFA) No.004/0720. ძვირფასო განმცხადებელო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში საქართველოში შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
წყარო:jobs.ge