საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწვევს ადგილობრივ თვითმმართველობას და სამოქალაქოსაზოგადოებრივ ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსი ცხადდება „პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარებისსამსახურის” მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკურიუფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას საქართველოში, ადგილობრივდონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობას და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად. აღნიშნულის მისაღწევად საიადააფინანსებს 1 მცირემასშტაბიან, განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს, რომლითაც საქართველოს რომელიმერეგიონში მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
წყარო:gyla.ge