en
ge

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე CSO-ებისთვის

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (CSOs) იმერეთისა და გურიის რეგიონებიდან 

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" (2020-2023) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) პარტნიორობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ინიციატივას "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებისთვის" - იმერეთსა და გურიის რეგიონებში. მისი ამოცანაა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდით სოციალური ცვლილებების პროცესში, მათი ხელმძღვანელობით განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობითა და თანასწორთა მობილიზების გზით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, UNFPA ეძებს პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSOs) იმერეთსა და გურიაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნიკურ მხარდაჭერას ინიციატივის - "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის" განხორციელების პროცესში.

წყარო:jobs.ge