არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯი წარმატებისკენ" იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას არასრულწლოვანთათვის საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვნებისთვის მათი უფლებების გაცნობასა და დისკუსიებს ადამიანის უფლებების საკითხზე. პროექტის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქალაქ თბილისში იმიტირებული სასამართლო პროცესის სახით. პროექტში მონაწილეობის მიღებ შეუძლიათ 14–18 წლამდე ახალგაზრდებს შემდეგი ქალაქებიდან: შუახევი, ოზურგეთი, ლენტეხი, ამბროლაური, წყალტუბო, წნორი, წალკა.
წყარო: ორგანიზაცია ნაბიჯი წარმატებისკენ