en
ge

სალექციო კურსი: „ომი და მშვიდობა“

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „ომი და მშვიდობა“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაგრძელდება 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით. 

სალექციო კურსის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერები და ექსპერტები, წაიკითხავენ მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების კუთხით არსებული სხვადასხვა თეორიული მიდგომები, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება, ომის მეხსიერება, კონფლიქტების გაშუქება მედიაში და სხვა საკითხები. სალექციო კურსის მიზანია, ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევების შესახებ და ასევე მისცეს მათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ომისა და მშვიდობის საკითხებზე. 

წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი