‘’ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’ აცხადებს მოწვევას ‘’გლობალური მეწარმეობის
კვირეულის’’ რეგიონალური კოორდინატორების შესარჩევად
გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და დაინტერესების
შემთხვევაში 31.07.2013–მდე გამოგზავნეთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი მცირე ინფორმაცია
შემდეგ მისამართზე : info@iedc.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
პროექტის აღწერა:
‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც დაარსდა 2009 წელს ამერიკული ფონდი ‘’ კაუფმანის’’ მიერ.
ფონდი Kauffman–ის პრეზიდენტ Carl Schramm თან ერთად, პროექტის შექმნასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, გორდონ ბრაუნს.
პროექტის მთავარი მიზანია რომელიც
start up ბიზნესების განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში ტარდება 35 000–ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 10
მილიონზე მეტი ადამიანი.
პროექტში სხვადასხვა დროს ჩართული იყვნენ შემდეგი გლობალური
ლიდერები:
Barack Obama, აშშ-ის პრეზიდენტი
Prince Charles, გაერთიანებული
სამეფოს, უელსის პრინცი
David Cameron, გაერთიანებული
სამეფოს პრემიერ მინისტრი
Nicolas Sarkozy, საფრანგეთის პრეზიდენტი
Anibal Cavaco Silva, პორტუგალიის პრეზიდენტი
Hillary Clinton, აშშ-ს სახელმწიფო
მდივანი
Michael Dell, კორპორაცია დელის დამფუძნებელი
Richard Branson, ინგლისელი მაგნატი, VirginGroup
ის დამფუძნებელი
Reid Hoffman, სოციალური ქსელის LinkedIn–ის დამფუძნებელი და სხვები
პროექტის მიზანი
პროექტის
მიზანია start
up ეკოსისტემის განვითარება პარტნიორ ქვეყნებში ‘’გლობალური მეწარმეობის
კვირეულის’’ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ჩატარების გზით.
საქართველოში პროექტის
წარმომადგენელია" ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’, რომლის მიზანია ქვეყნის მაშტაბით პროექტის პოპულარიზაცია და პროექტის მაშტაბების ზრდა.
პროექტი დაგეგმილია 2013წლის 18–24 ნოემბერს.
არსებული სიტუაციის მიმოხილვა
’’ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი'' არის
საერთაშორისო პროექტ ''გლობალური მეწარმეობის კვირეულის'' ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის ორგანიზებითაც პროექტი პირველად გაიმართა 2012 წლის 12–17 ნოემბერის ჩათვლით.
პროექტის ფარგლებში
ჩატარებულ იქნა 6 ღონისძიება,
მონაწილეობდა 500 მდე ადამიანი და ჩართული იყო 10–ზე მეტი პარტნიორი.
დღეისათვის შექმნილია GEW/Georgia–ს 6 ადამიანისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო,
რომელთა მოვალეობაც არის რეკომენდაციების შემუშავება ‘’გლობალური მეწარმეობის
კვირეულის’’ სტრატეგიებთან დაკავშირებით.
პროექტის პოტენციური
რეგიონალური კოორდინატორი:
პროექტის რეგიონალური კოორდინატორი
შეიძლება იყოს არასამთავრობო, ბიზნეს ან
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა საკუთარ
რეგიონში მოახდინოს პროექტში ჩართული პარტნიორების მობილიზება და ჩატარებული აქტივობების
რაოდენობის ზრდა. პროექტის რეგიონალური კოორდინატორები ოპერირებენ მოხალისეობრივ ბაზაზე და შესაძლებლობა აქვთ საკუთარ რეგიონში
მოახდინონ თანხების მობილიზება ბიზნეს ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობები:
- რეგიონში
პროექტის პოპულარიზაცია, პარტნიორების მობილიზება და აქტივობების და მონაწილეების რაოდენობის ზრდა.
- პროექტის
ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე
პროექტის ბრენდ მასალების გამოყენება (მათ შორის პროექტის ლოგო, ადგილობრივი და საერთაშორისო ვიდეო
რგოლი).
- რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების ფოტო და სასურველია ვიდეო მასალის მობილიზება, რათა მოხდეს
მასალის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია.
- ადგილობრივი მედია
საშუალებების მობილიზება ადგილობრივი ღონისძიებების გასაშუქებლად.
- პროექტთან
დაკავშირებული ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება
რეგიონალური კოორდინატორების მოტივაცია
და ბენეფიტები:
- ყველაზე აქტიური რეგიონალური კოორდინატორი 18–21 ნოემბერს კოპენჰაგენში , საერთაშორისო ბიზნეს
კონკუსის ფინალზე გაემგზავრება, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად. ხარჯები სრულად იქნება დაფარული GEW/Georgia ს მიერ.
- 2013 წლის 23 ნოემბერს,
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში(18–24 ნოემბერი) გაიმართება
პროექტის პარტნიორებისა და კოორდინატორების დაჯილდოების
ღონისძიება. გამოვლინდება სხვადასხვა
ნომინაციაში გამარჯვებული ორგანიზაციები, რომლებიც მიიღებენ ფასიან
საჩუქრებს.
- რეგიონალური კოორდინატორების შესახებ
მოხდება ინფორმაციის პოპულარიზაცია მოხდება როგორც
ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია საშუალებებით.
- პარტნიორებს
შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური პროექტის მონაწილეები, რომელიც ხელს
უწყობს დამწყები ბიზნესების განვითარებას და
რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში 35 000–ზე
მეტი აქტივობის ფარგლებში 10 მილიონზე მეტი ადამიანი ღებულობს
მონაწილეობას.
- პროექტის რეგიონალური კოორინატორებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები და უზრუნველყოფილი იქნებიან პროექტის ონლაინ ბრენდ მასალებით.
GEW/Georgia–ს ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების აღწერა:
GEW/Georgia ფარგლებში ჩატარებულ
აქტივობებს შორის შესაძლოა იყოს ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც ეფექტური, სასარგებლო და შედეგიანი იქნება პოტენციური და არსებული მეწარმეებიისთვის , მათ შორის:
- სემინარები
- ვორქშოფები
- კონკურსები
- სესიები
- ფორმალური
და არაფორმალური შეხვედრები
- სხვა
პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი აქტივობების ბენეფიციარები:
- არსებული ბიზნესის
წარმომადგენლები და მეწარმეები
- პოტენციური მეწარმეები (ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები)
გლობალური მეწარმეობის კვირეულის პოტენციური პარტნიორები:
- ბიზნეს სექტორი
- სამოქალაქო საზოგადოება (NGO)
- სახელმწიფო სექტორი
- საერთაშორისო ორგანიზაციები
- საგანმანათლებლო დაწესებულებები
- ახალგზარდული ორგანიზაციები/ გაერთიანებები/კლუბებისხვა
წყარო:iedc.ge