en
ge

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდება. სკოლის მიზანია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს გაუღრმავოს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. სკოლაში მოწვეული სპიკერები წარმოადგენენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული საკითხების შესახებ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გეგმავს საზაფხულო სკოლა იქცეს არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომლის მონაწილეებიც შეძლებენ სამომავლოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 2020 წლის სექტემბერში (სემინარების ხანგრძლივობაა 4 დღე). საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია.

წყარო:jobs.ge