en
ge

საგრანტო კონკურსი უფასო იურიდიული დახმარება საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობისთვის

ევროპის ფონდმა ახალი პროგრამის – საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისათვის, განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტების, მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) და სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერას, ქვეყანაში სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილებასა და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენაში. 

პროგრამის ფარგლებში ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს სამართლებრივი დახმარების გაწევის გამოცდილების მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის. საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ და ასევე მათი კანონიერი ინტერესების სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე წარმოდგენას, რაც, ამავდროულად, მედია სამართლის სფეროში გრანტის მიმღები ორგანიზაციების საქმიანობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. სამართლებრივი დახმარების გრანტების ერთ-ერთი მიზანია საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ აღნიშულ სფეროში მუშაობა ფონდის საგრანტო მხარდაჭერის შემდგომაც განაგრძონ. გრანტების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები მედიის სამართლებრივ დაცვაში, მათ შორის ციფრული უფლებებისა და ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.

წყარო: ევროპის ფონდი