en
ge

ონლაინ მწვანე აკადემია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში. 

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. უკანაკსნელი 6 წლის განმავლობაში მწვანე აკადემია გადაიქცა პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ. 

2020 წლის პროგრამა 

2020 წლის მწვანე აკადემია ითვალისწინებს კოვიდ 19-ით შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებას და გთავაზობთ კრიტიკულ რეფლექსიას სამხრეთ კავკასიაში პანდემიის შედეგად დამდგარი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეალობის შესახებ.

წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი