en
ge

ტენდერი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: dvv international
  • დაწყების თარიღი: 26.06.2013
  • ბოლო ვადა: 02.08.2013
  • ბმული: http://jobs.ge/59546/
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი ("dvv international") საქართველოში თავის საქმიანობას 2002 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდებისა და ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობით, წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევაში (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge)
2006 წლიდან, "dvv international" საქართველოს ოფისმა 7 ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრი დააარსა კახეთის, ქვემო-ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ცენტრები მოსახლეობას ფართო სპექტრის არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლებას, დასაქმებას, თვითგანვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობენ ხელს.
ყოველწლიურად 7000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას პროფესიულ, უცხო ენების, საბუღალტრო აღრიცხვის, მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, სამოქალო განათლების პროგრამებსა და სათემო ღონისძიებებში.
2013 წელს "dvv international" - საქართველო იწყებს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონში ახალი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისათვის მოსამზადებელ პროცესს. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, იმერეთი.
ცენტრის დაფუძნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
"dvv international"-ის მიერ შემუშავებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაფუძნების პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეული დროის შემდეგ, (დამოკიდებულია ცენტრის შესაძლებლობებზე) გარემონტებული და აღჭურვილი საგანმანათლებლო ცენტრი იმ ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული მის დაფუძნებაში. ახლადშექმნილი ცენტრის ფინანსურ მხარდაჭერას
"dvv international" უზრუნველყოფს. "dvv international" - საქართველოს ოფისი აცხადებს კონკურსს არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ დარეგისტრირებულმა, არაკომერციულმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა როგორც ერთობლივად, ასევე, ცალ-ცალკე. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინტერესის გამოხატვის წერილი.
ინტერესის გამოხატვის წერილში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ორგანიზაციის გამოცდილება განათლების სფეროში და მისი ხედვა ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაფუძნების ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე.
ჩვენს პოტენციურ პარტნიორს დამყარებული უნდა ჰქონდეს ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სახელისუფლო სტრუქტურებთან. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიების წარმატებული მაგალითები.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებს (პირებს), გთხოვთ, განაცხადი მოგვაწოდოთ ელექტრონული ფორმით, არაუგვიანეს 2013 წლის 2 აგვისტოსი მისამართზე: dvv.innovationfund@gmail.com
წყარო: jobs.ge