en
ge

ტენდერი მოკლე ვიდეოების გადაღებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: DVV International
  • დაწყების თარიღი: 09.08.2020
  • ბოლო ვადა: 01.09.2020
  • ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=273103

"გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი" (DVV International) საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევაში. მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობისა და ჩართულობის გაძლიერებაში ახალგაზრდებისა და ზრდასრულების განათლების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge 

2019 წელს "DVV International - საქართველომ" დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილების) სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება EPIC პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით. 

მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც პროექტი ახალგაზრდებს სთავაზობს, ასევე COVID-19 პანდემიით გამოწვეულ მოვლენებს გამოეხმაურა. პროექტი გეგმავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიური სოციალური ქცევის დანერგვას კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდებში. ამასთან დაკავშირებით "DVV International"-ი აცხადებს ტენდერს მოკლე ვიდეოკლიპების შექმნაზე. ვიდეო კლიპები განკუთვნილია 15-22 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროგრამებში და თავის ცოდნას სხვა ახალგაზრდებს უზიარებენ.

წყარო:jobs.ge