en
ge

ტრენინგი ანტიდასავლური საინფორმაციო ომის შესახებ

"თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი" (FDF) ახორციელებს პროექტს "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ". პროექტი შედგება ორი ეტაპისაგან: პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან სამდღიან ტრენინგს ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, შეიძენენ ინფორმაციული ომის შესახებ ცოდნასა და მასთან ბრძოლისათვის საჭირო უნარებს. მეორე ეტაპზე, ფონდთან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილეები აწარმოებენ კვლევით საქმიანობას მოცემული თემატიკის ირგვლივ სპეციალურად შემუშავებულ ონლაინ პლატფორმაზე. 

ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

 პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა არის უფასო.

წყარო:jobs.ge