en
ge

შესაძლებლობების საჭიროებათა შეფასება

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს პროექტს: საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევის ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით. საქართველოში, პროექტის განმახორციელებლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს წარმოადგენს: გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. 

CENN აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ კომპონენტს - ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების საჭიროებათა კვლევა და გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად. 

შესასრულებელი სამუშაოს მიზანი: ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ (ყაზბეგი, გურჯაანი, დმანისი) დონეზე ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების საჭიროებათა კვლევა/იდენტიფიცირება, შემდგომში დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

წყარო: jobs.ge