ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის".
პროექტის ფარგლებში შერჩეულნი იქნებიან თბილისსა და ახალქალაქში მოქმედი
სტუდენტები და ახალგაზრდები. ისინი გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს ფონდების
მოძიებას, პროექტის მართვასა და ადვოკატირების საკითხებზე, რის შემდეგაც
მათ მიეცემათ კონკრეტული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების
შესაძლებლობა. კერძოდ, შერჩეულ სტუდენტებს, ტრენინგების შემდეგ, საშუალება
ექნებათ, ლევან მიქელაძის ფონდში წარმოადგინონ ადვოკატირების თემაზე
მომზადებული საპროექტო განაცხადები. ფონდი გამოავლენს საუკეთესო პროექტებს
და გამარჯვებული სტუდენტების მონაწილეობით უზრუნველყოფს მათ
განხორციელებას. ხსენებული პროექტებით გათვალისწინებულ აქტივობებს ლევან
მიქელაძის სახელობის ფონდი დააფინანსებს.
პროექტში "ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური
უმცირესობისათვის" მონაწილე სტუდენტები კონკურსით შეირჩევიან. კონკურსში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისში მოქმედ ახალგაზრდებს,
ასევე, ახალქალაქში.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადებს თან უნდა დაურთონ რეზიუმე.
აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jobs.levanmikeladze.foundation@gmail.com
წყარო: jobs.ge