en
ge

კონკურსი ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობაზე

კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობის თაობაზე 

კონკურსი ეხება საქართველოში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (15-29 წლის) ინოვაციური ცოდნის ჰაბის (Rural Innovation Knowledge Hub) შექმნას, რომელიც გარემოს დაცვისა და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კონკურსის შედეგად, შეირჩევა 1 იურიდიული პირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუშაობს ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ასევე, ფლობს სივრცეს, რომელიც გამოყენებული იქნება ჰაბის შესაქმნელად (ჰაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. კონკურსის განაცხადში). ჰაბის ეფექტური საქმიანობის მიზნით, CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს კეთილმოწყობის სამუშაოებისა და ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას.

 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 აგვისტო, 2020 წ.

წყარო: jobs.ge