en
ge

საგრანტო კონკურსი

ფონდი ტასო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა და გოგონათა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის" , რომლის ფინანსური მხარდამჭერია -ფონდი კალალა (Calala Fondo de Mujeres). 

კონკურსის მიზნებია: 

  • დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის გაძლიერება; 
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და ქალთა უფლებების დაცვა; მათ შორის - თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობით. არაძალადობრივი კულტურის დანერგვა თემში; 
  • საქართველოს რეგიონებში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი