en
ge

სისხლის სამართლის ინსტიტუტებისა და პრაქტიკის განვითარება

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  • დაწყების თარიღი: 22.05.2012
  • ბოლო ვადა: 26.06.2012
კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის პროცესში სამოქალაქო სექტორისა და დარგის ექსპერტების ჩართულობას, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის სიღრმისეული კვლევის, ანალიზისა და ადვოკატირების მიმართულებით.

ფონდი დააფინანსებს რამდენიმე საუკეთესო პროექტს, რომლებიც ხელს შეუწყობს და/ან მიმართული იქნება შემდეგზე:

  • დაკავების პრაქტიკისა და პოლიტიკის ანალიზი;
  • აღკვეთი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა;
  • საპროცესო შეთანხმების პრაქტიკის ანალიზი;
  • კვლევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში;
  • ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ინოვაციებისა და ჰარმონიზაციის კვლევა, დანერგვის მონიტორინგი.
ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 აშშ დოლარს;

კონკურსის პირობები:

  • განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53
  • პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  • განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები; კვლევის შემთხვევაში - მეთოდოლოგია, ხოლო ადვოკატირების შემთხვევაში - სტრატეგია.
  • პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;
  • პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად.
  • განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" 26 ივნისის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე, მისამართზე: თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 26 ივნისი, 16:00 საათი.

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 6, 13 და 20 ივნისს, 14.30 საათზე - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში. მისამართზე: თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.

საკონტაქტო პირი: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი ნიკა ჯეირანაშვილი, ელ. ფოსტა: nika@osgf.ge ან პროგრამის მენეჯერი თამარ ქალდანი, ელ. ფოსტა: kaldani@osgf.ge