en
ge

ფინანსური მენეჯერი

ფონდი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირია. ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე: www.civilin.org 

დასაქმების ადგილი და მოცულობა

დასაქმების ადგილია ფონდი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ცენტრალური ოფისი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 2. 

პოზიცია გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2012 წლის 1 აგვისტო. 

პოზიციის მიზანი

თანამშრომლის პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს ფონდის ფინანსების მართვას, ბუღალტერიის წარმოებას და ანგარიშგებას. 

ამოცანები და პასუხისმგებლობები

  • ორგანიზაციის ბუღალტერიის წარმოება; 
  • გადასახადების დაანგარიშება და გადახდა, შემოსავლების სამსახურში დეკლარაციების წარდგენა; 
  • სახელფასო და სხვა გადარიცხვების წარმოება; 
  • ფონდის დირექტორთან შეთანხმებით წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და შედგენა; 
  • პროექტების მენეჯერებთან ერთად ახალი საგრანტო პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და ბიუჯეტების მომზადება; 
  • ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კოორდინირება და კონტროლი; 
  • დონორებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება; 
  • ფონდის წლიური ანგარიშების მომზადება; 
  • პროექტების პარტნიორებისთვის სახსრების გაცემის კოორდინაცია და კონტროლი; 
  • პროექტების პარტნიორების მიერ შედგენილი ანგარიშების შემოწმება და მათი ინტეგრირება პროექტების ერთიან ანგარიშებში; 
  • ფონდის აუდიტორული შემოწმების მომზადება და ჩართულობა გარეშე აუდიტორული შემოწმების პროცესში; 
  • ხარჯების მდგომარეობის კონტროლი პროექტების და ოფისის ხარჯების სფეროებში.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (წერა და მეტყველება); 
  • მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ხარჯთაღრიცხვის, საქმეთწარმოების სფეროებში; 
  • არასამთავრობო ორგანიზაციაში (NGO) მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • მაღალი პროფესიული კომპეტენცია; 
  • დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: adm@civilin.org 2012 წლის 20 ივლისის (18:00 სთ) ჩათვლით. გთხოვთ, ელ.ფოსტაში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი". 

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. 

დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.