ორგანიზაცია "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის "სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით". პროექტის მიზანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე სამოქალაქო და ეკონომიკურ პროცესებში. პროექტი მოიცავს ონლაინ ტრენინგების კურსს, დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ქალებს კარიერულ წინსვლაში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში