en
ge

სათემო მობილიზატორების შერჩევა პროექტისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის (PEC)
  • ბოლო ვადა: 15.09.2020
  • ბმული: https://bit.ly/34VZlsH

ორგანიზაცია "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" აცხადებს მობილიზატორების შერჩევას პროექტისთვის "სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით". პროექტის მიზანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე სამოქალაქო და ეკონომიკურ პროცესებში. პროექტი მოიცავს ონლაინ ტრენინგების კურსს, დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ქალებს კარიერულ წინსვლაში. 

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში