სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2013 წლის 21 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ თემატიკაზე: თემა I. „არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების გაძლიერების ხელშეწყობა"საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის განმახორციელებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისა და მათი წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით რელევანტური საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას.