en
ge

საგრანტო კონკურსი ადგილობრივ მეწარმეთა მხარდასაჭერად

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის". 

კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების: ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ეკონომიკური გაძლიერებისაკენ. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში დამწყებ ან არსებულ მეწარმეებს/ფერმერებს/ბიზნესმენებს, რომლებიც გრანტით დაფინანსებულ საქმიანობას განახორციელებენ ამავე რეგიონში. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი