სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი ვიდეო-რგოლების სატელევიზიო განთავსებაზე, აცხადებს ტენდერს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში კამპანია, რეგიონულ და ცენტრალურ ტელევიზიებში გადაცემები. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში შეიქმნა საიმიჯო 2 ვიდეო–რგოლი.
შესყიდვის საგანი:
კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ 2 (ორი) საიმიჯო ვიდეო–რგოლის სატელევიზიო განთავსების დაგეგმარება, განთავსება და მონიტორინგი.
შესყიდვის ძირითადი მოთხოვნები:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სარეკლამო რგოლების განთავსება (პირდაპირი განთავსება და პაკეტი, ტენდერში არ განიხილება სატელევიზიო სპონსორობა) შემდეგ არხებზე: მთავარი, იმედი, ტვ პირველი, ფორმულა, რუსთავი 2, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი (არანაკლებ სამი არხისა).
სატენდერო მოთხოვნები:
1. არხების მიხედვით მედია გეგმა;
2. ბიუჯეტის გადანაწილება (Prime, Offprime, ეკონომპაკეტი - მაქსიმუმ 3 ვარიანტი);
3. მცურავი განთავსების გეგმა;
4. სატელევიზიო განთავსების ჯამური ბიუჯეტი, დღგ–ს გარეშე ეროვნულ ვალუტაში;
5. იუჯეტის განაწილება არხების მიხედვით (სატელევიზიო დროის %, ბიუჯეტი, განთავსების ტიპი: პირდაპირი ან პაკეტი);
6. ვიდეო–რგოლების სრული (40–45 წამი) და მოკლე ვერსიების (20 წამი) გადანაწილების გეგმა;
7. ვიდეო–რგოლების განთავსების თარიღი – ნოემბერ–დეკემბერი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
1. რეკვიზიტები, საკონტაქტო, ასევე კომპანიის მოღვაწეობის და გამოცდილების შესახებ მოკლე ინფორმაცია.
2. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო რეესტრიდან (ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა).
3. საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
4. სატელევიზიო განთავსების გეგმა (იმ პარამეტრების მიხედვით, რომელიც მოცემულია სატენდერო მოთხოვნებში).
5. 'სეილს ჰაუსის“ შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი განფასება.
6. საქართველოში არსებული ორივე მზომველის გამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
1. ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული და ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ
2. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იტოვებს უფლებას მოითხოვოს ტენდერში მონაწილისგან დამატებითი, დამაზუსტებელი ინფორმაცია ტენდერის მსვლელობის დროს
საკონკურსო განაცხადების განხილვის პროცედურა:
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.
სატენდერო კომისია ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
. შემოთავაზებული ტელევიზიების რეიტინგი, დაფარვა, ინტენსივობა - 40 ქულა
. სატელევიზიო განთავსების ჯამური ბიუჯეტი - 40 ქულა
. შემოთავაზებული ტელევიზიების რაოდენობა - 20 ქულა
სატენდერო დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და წესები:
. დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 30 სექტემბერის ჩათვლით.
. სატენდერო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით. ელ–ფოსტა: a.jikia@civilin.org
. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს – თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის მედია აქტივობების შესახებ
. მიმდინარეობს აქტიური კამპანია სოციალურ ქსელში. იხ ფბ გვერდი „ეს ქვეყანა შენია“
. კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 რეგიონულ არხზე გადის გადაცემათა ციკლი „ეს ქვეყანა შენია“
. კამპანიის ფარგლებში აქტიურად გადაცემები და სიუჟეტები ცენტრალურ მედიაში
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
სრულად იხილეთ:
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანი პორტალი – csogeorgia.org
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებ–გვერდი – civilin.org
პროექტის გვერდი სოციაულრ ქსელში
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი