en
ge

ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.07.2013
  • ბმული: http://www.facebook.com/events/200383480114338/?ref=3
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას.
ახალგაზრდული საბჭო 2011 წლის 16 ნოემბრიდან არსებობს. მისი მიზანია ბავშვების უფლებების დაცვა და მათი აქტიურად ჩართვა ბავშვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და სახალხო დამცველის აპარატის მუშაობაში. 2011 წლიდან დღემდე, აღნიშნული საბჭო აქტიურად მუშაობს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში და ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: UNICEF, Oxfam, საქართველოს პირველი ლედის საქველმოქმედო ორგანიზაცია "სოკო", იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. საბჭოს წევრები აქტიურად ერთვებიან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ფორუმებსა და კონფერენციებში, მონაწილეობას იღებენ საქმელმოქმედო აქციებში. ახალგაზრდული საბჭოს მუშაობის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ელექტრონულ გვერდს: http://ombudsman.ge/children/
2013 წლის 01 ივლისიდან საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ახალგაზრდული საბჭო იწყებს წევრების მიღებას. საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვი, რომელიც წარმატებით გაივლის ორ ეტაპიან შესარჩევ ტურს. ახალგაზრდული საბჭოს წევრობა მოგცემთ ძალიან დიდ გამოცდლებას. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ ჯგუფური მუშაობა, გამოიმუშაოთ ლიდერული უნარ-ჩვევები, იმუშაოთ ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო საკითხებზე თქვენს თანატოლებთან ერთად და ეცადოთ, შეცვალოთ ბავშვების ცხოვრება უკეთესობისაკენ.
პირველი ეტაპი ჩატარდება ელექტრონულად. წევრობის მსურველი ახალგაზრდული საბჭოს ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (youthcouncilofombudsman@gmail.com) აგზავნის სამოტივაციო წერილსა და ესეს.
ესეს თემები:
1. როგორ გესმით აზრი, "ყველა ადამიანი თანასწორია".
2. თქვენი აზრით, ადამიანის რომელი უფლებებია აბსოლუტური(შეუზღუდავი) უფლებები და რომელი უფლება შეიძლება შეიზღუდოს.
შენიშვნა: წარომდგენილი 2 თემიდან ირჩევთ მხოლოდ ერთს და სამოტივაციო წერილთან ერთად აგზავნით ახალგაზრდული საბჭოს ელექტრონულ მისამართზე.
წარმოდგენილი ნაშრომი(ესე) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ენა- ქართული;
ფონტის ზომა - 12;
ტექსტის მოცულობა - მაქსიმუმ 150-200 სიტყვა.
ნაშრომების გადმოგზავნის ბოლო ვადაა – 31 ივლისი
მეორე ეტაპი:
მეორე ეტაპზე მოხდება საუკეთესო ნაშრომების ავტორებთან გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება სექტემბრის თვეში. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს მეილზე დაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია გასაუბრების ფორმატის შესახებ. 2 შესარჩევი ეტაპის საფუძველზე შეირჩევა 7 საუკეთესო აპლიკანტი, რომელიც გახდება ახალგაზრდული საბჭოს წევრი და იმუშავებს საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად.
(სამოტივაციო წერილის ფორმა - http://sdrv.ms/1aZdMbD)
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: www.facebook.com/events/200383480114338/