en
ge

კონკურსი „თანასწორობის რეპორტიორი“

გაქვს სურვილი მოგვიყვე თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ისტორიები და გაგვაცნო ადამიანი, რომელსაც წვლილი შეაქვს თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში? 

მაშინ მიიღე მონაწილეობა ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „თანასწორობის რეპორტიორი“. გადაიღე ვიდეო, ფოტო ან დაწერე ესე. მოგვიყევი შენი გმირის შესახებ, გაგვაცანი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი თუ მეზობელი, რომელიც იბრძვის თანასწორობისთვის და იცავს საკუთარ თუ სხვათა უფლებებს. 

წყარო: https://www.coe.int/