"ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" მისიაა ხარისხიანი მომსახურებების შექმნა მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის.
ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 170-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს.
პროგრამა: ბავშვთა აუტიზმის პროგრამა (ქუთაისი)
პოზიცია: ქცევითი თერაპევტი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)
წყარო:jobs.ge