en
ge

სოციალური მეწარმეობის განვითარების ახალი ინიციატივა

"ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის" (EU4Youth) "სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში" პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" და მისი პარტნიორი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია ("ეიბისიო-ჯორჯია"), იწყებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას ფინანსური მხარდაჭერის გზით.

პროექტის მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით. საქართველოში პროექტი ხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

წყარო: Jobs.ge