აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
USAID/NEO პროექტი აცხადებს განაცხადების მიღებას მეცხოველეობის განვითარებაზე პროექტის მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში. გრანტის გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ის და აშშ-ის მთავრობის კონტრაქტების ფარგლებში გაცემული გრანტების მარეგულირებელი წესების და გრანტების მართვასთან დაკავშირებული NEO-ს შიდა პოლიტიკის შესაბამისად.განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა: 3 აგვისტო, 2012.
წყარო: jobs.ge