სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ახალგაზრდების კონკურსის ("ეს ქვეყანა შენია") სუპერფინალის ტელე-ვიქტორინის დამზადებასა და სატელევიზიო განთავსებაზე, პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" - ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი "ეს ქვეყანა შენია", რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში კამპანია, რეგიონულ და ცენტრალურ ტელევიზიებში გადაცემები. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
კონკურსი "ეს ქვეყანა შენია!" გაიმართა ახალგაზრდებისთვის (უფროსკლასელებისთვის), მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოვლინდა გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით. თითოეული რეგიონის გამარჯვებული 1 გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონკურსის სუპერ-ფინალში, რომელიც გაიმართება ტელე-ხიდის ფორმატში.
ტენდერი ცხადდება 2 ლოტად.
ლოტი N1:
შესყიდვის საგანი:
ახალგაზრდების კონკურსისთვის - "ეს ქვეყანა შენია"- ტელე-ვიქტორინის მომზადება.
შესყიდვის ძირითადი მოთხოვნები:
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გუნდების ტრანსპორტირება შესაბამის რეგიონულ ტელევიზიებში შემდეგი ლოკაციებიდან:
სატენდერო მოთხოვნები:
ლოტი N2:
შესყიდვის საგანი:
ახალგაზრდების კონკურსის, "ეს ქვეყანა შენიას", სუპერფინალის ტელე-ვიქტორინის ცენტრალური რეიტინგული ტელევიზიის ეთერში განთავსება. (ჩამოთვლილი ტელევიზიებიდან ერთ-ერთში: იმედი, მთავარი არხი, რუსთავი 2, ტვ პირველი, ფორმულა).
სატენდერო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული და ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იტოვებს უფლებას მოითხოვოს ტენდერში მონაწილისგან დამატებითი, დამაზუსტებელი ინფორმაცია ტენდერის მსვლელობის დროს
საკონკურსო განაცხადების განხილვის პროცედურა:
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.
სატენდერო კომისია ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
N1 ლოტი:
N2 ლოტი:
ერთ აპლიკანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც ერთ-ერთ ლოტში, ასევე - ორივეში.
სატენდერო დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და წესები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
სატენდერო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით. ელ-ფოსტა: a.jikia@civilin.org
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.
დამატებითი ინფორმაცია კამპანიის მედია აქტივობების შესახებ
მიმდინარეობს აქტიური კამპანია სოციალურ ქსელში. იხ ფბ გვერდი "ეს ქვეყანა შენია" - https://www.facebook.com/Thiscountryisyours/
კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 რეგიონულ არხზე გადის გადაცემათა ციკლი "ეს ქვეყანა შენია" - https://www.youtube.com/channel/UC-tF8oPX9HQ5Po3bZ6LvL7A
კამპანიის ფარგლებში აქტიურად გადაცემები და სიუჟეტები ცენტრალურ მედიაში - https://www.youtube.com/channel/UC-tF8oPX9HQ5Po3bZ6LvL7A
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
https://csogeorgia.org/ge/pages/evrokavshiri-sakartvelostvis
http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi
წყარო: Jobs.ge