ორგანიზაცია "ორბელიანი" იწყებს ახალ პროექტს "მეტი ქალი, მეტი შესაძლებლობა", რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების კარიერული განვითარებისთვის საჭირო უნარების განვითარებას და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ქალები შეძლებენ შეისწავლონ ბიზნეს გეგმის შედგენა და წამოიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი, ასევე, დაეუფლონ სოციალურ მედია მენეჯმენტს, ელექტრონული კომერციის ბაზისურ უნარებს და გაუჩნდეთ დასაქმების და ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები. ტრენინგის კურსი ორთვიანია და მოიცავს ონლაინ საკონსულტაციო და სალექციო შეხვედრებს.
კურსის ბოლოს ხუთ ახალგაზრდა ქალს ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს 4, 000 ლარის მოცულობის გრანტი ბიზნესის დასაწყებად/განსავითარებლად, თუ დამატებით თანადაფინანსებას მოიპოვებს "ორბელიანი მეტის" პლატფორმის მეშვეობით.
წყარო: Jobs.ge