en
ge

ესეების კონკურსი - თავისუფლების მწერლები

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 21.10.2020
  • ბოლო ვადა: 10.11.2020
  • ბმული: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=280933

"მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი", საქართველოში Atlas Network-ის მხარდაჭერით, აცხადებს ესეების კონკურსს სახელწოდებით "თავისუფლების მწერლები", თემაზე: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება. 

კონკურსი მიზნად ისახავს პოლიტიკური ეკონომიკის სიღრმისეულ ანალიზს; არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე კონკურსანტებმა უნდა გააანალიზონ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების ურთიერთკავშირი და პასუხი უნდა გასცენ შემდეგ შეკითხვებს: რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური თავისუფლება? რა შესაძლებლობას ქმნის იგი თავისუფლებისთვის სახელმწიფოებრივ და ინდივიდუალურ დონეზე? რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლება და როგორ მიიღწევა ის? 

წყარო: Jobs.ge