en
ge

განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება პრიორიტეტული არის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი შესაძლებლობას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები. სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. 

განაცხადები მიიღება შემდეგ სასწავლო კურსებზე: 

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა; 
  • ადვოკატირება და ლობირება; 
  • ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის. 

ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: პროექტის მართვის თანამედროვე ტენდენციები, სისტემური ცვლილების განხორციელება; ადვოკატირების და ლობირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; მულტიმედიური კომუნიკაციის მეთოდები; ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების ტექნიკები. ჩვენი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შესაბამისად კურსები არის ინფორმატიული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული. 

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი