en
ge

მონაწილეთა შერჩევა სასწავლო პროგრამისთვის

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას სასწავლო პროგრამისთვის - „მედია და ძალადობრივი ექსტრემიზმი საქართველოში“. 

პროგრამის მიზანია მედიაში მომუშავე ჟურნალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა რადიკალიზაცია, რელიგიური და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი და პოლიტიკური ძალადობა. სასწავლო პროგრამის მონაწილეები ასევე ისწავლიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების სწორად გაშუქებას, რათა უნებლიედ არ შეუწყონ ხელი სიძულვილის ენისა და სხვადასხვა სტერეოტიპის გავრცელებას. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი