საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იწვევენ, რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის განხორციელების პროცესის ალტერნატიული მონიტორინგი ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერასამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ - ძირითადი ამოცანებია:
- საჯარო მმართველობის რეფორმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გზით და სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის გადახედვა;
- საქართველოს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება;
- საჯარო მმართველობის რეფორმის ზედამხედველობა.
პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. გრანტის მიმღები ორგანიზაციები შეაფასებენ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგისონლაინპლატფორმის, PAR tracker-ის ფუნქციონირებაში.
წყარო: https://idfi.ge/