en
ge

ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: IRC
  • დაწყების თარიღი: 05.11.2020
  • ბოლო ვადა: 13.11.2020
  • ბმული: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=282284

IRC იწვევს დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგში რეფორმის 3 ძირითადი მიმართულებით - პოლიტიკის დაგეგმვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვა. მონიტორინგი განხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში და IRC-ის მიერ შემუშავებული საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოების გამოყენებით. 

ამ მიზნით, IRC დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სთავაზობს:

  • გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრას, სადაც IRC-ის ექსპერტები შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ინსტრუმენტებს (შეხვედრა ნოემბერში ჩატარდება)
  • სიღრმისეულ ტრენინგებს როგორც ზოგადად კარგ მმართველობაში, ისე მონიტორინგის ჩარჩოებთან და მათი პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • კონკურსის შედეგად გამარჯვებულ ორგანიზაციებზე მცირე გრანტების გაცემას და საჯარო მმართველობის რეფორმის პრაქტიკულ მონიტორინგში ჩართვას
  • IRC-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ანგარიშების საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმაზე განთავსების შესაძლებლობას და ამ გზით, ორგანიზაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

წყარო: Jobs.ge