en
ge

საგრანტო კონკურსი სოციალურ მეწარმეობაზე

ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) იწვევს საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ასევე დამწყებ ბიზნესებს და/ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო-ები) საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად.

საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მკაფიო მიზნები სოციალური საწარმოს დაარსების ან სოციალური მეწარმეობის კონკრეტული მიმართულების განვითარების კუთხით საკუთარი ბიზნესის/საქმიანობის ფარგლებში. აღნიშნული საგრანტო კონკურსი ხორციელდება GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის: სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით ფარგლებში.

წყარო: jobs.ge