არაკომერციული ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ახორციელებს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტის ქვემიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
USAID/PROLoG აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, ქალებისა და უმცირესობების უფლებების შესახებ და ამავდროულად აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლების მხარდაჭერა. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზებული აქტივობები, ხელს შეუწყობს საზოგადოების ფართო ჯგუფებისა და შესაბამისი მხარეების ჩართულობას და ინფორმირებულობას.
წყარო: jobs.ge