en
ge

საგრანტო კონკურსი ადგილობრივ მეწარმეთა მხარდასაჭერად

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის".

საგრანტო კონკურსი ცხადდება გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. საგრანტო კონკურსის სამიზნე არეალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის, ლენტეხის მუნიციპალიტეტი. კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერებისაკენ.

წყარო: www.ldageorgia.ge