en
ge

კონკურსი ჟურნალისტური ნაშრომებისთვის

„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას მხარდაჭერით, „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, იწვევს ჟურნალისტებს მრავალფეროვნების და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხების გაშუქების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემის კვალიფიციურ გაშუქებას.

კონკურსის მონაწილეებმა 2020 წლის 1 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ ჟურნალისტური მასალის კონცეფცია შემდეგ თემებზე: ძალადობრივი ექსტრემიზმის ან მრავალფეროვნების საკითხების გაშუქება.

წყარო: jobs.ge